“მყარი ნარჩენების მართვა კომპოსტირების გზით”


  • ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლამ, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დაიწყო სკოლის იდეატორთა კლუბის პროექტის განხორციელება სახელწოდებით “მყარი ნარჩენების მართვა”.

“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, სკოლის დირექციის თხოვნით, პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”.

2023 წლის 10 მაისს მეათე საჯარო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო – შემეცნებითი და სასწავლო ხასიათის შეხვედრა თემაზე: “მყარი ნარჩენების მართვა კომპოსტირების გზით”.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორი ნუგზარ მალაშხია, მოადგილე ვასო ფარცვანია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა კოდუა, სპეციალისტი კობა კუხალეიშვილი, მეათე საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ კუპრეიშვილი, სკოლის პედაგოგები და იდეატორთა კლუბის წევრი მოსწავლეები.

ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ იდეატორთა კლუბის წევრებს და დამსწრეებს მიაწოდა შემეცნებითი ხასიათის ინფორმაცია მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვაში არსებულ მდგომარეობაზე, მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე. იდეატორთა კლუბის წევრი მოსწავლეების მიერ დასმულ საინტერესო კითხვებზე უპასუხეს ნუგზარ მალაშხიამ, ვასო ფარცვანიამ და ნანა კოდუამ.

შეხვედრა საქმიან და საინტერესო ვითარებაში ჩატარდა. თანამშრომლობა მეათე საჯარო სკოლის იდეატორთა კლუბის წევრებთან და სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებთან მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრის ბოლოს, ცენტრის დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ მეათე საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ კუპრეიშვილს ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად გადასცა მეგრულად თარგმნილი “ვეფხისტყაოსანი”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!