- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ახალსოფლის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა ქალთა ანსამბლი, “მაფშალია”.
შეკრებილებს მიესალმა სოფლის მკვიდრი როზა როგავა, რომელიც, ტრადიციულად, ამ სოფელში, არაერთი ღონისძიების ავტორია. მან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებს უსურვა მალე დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას.
ქალთა ანსამბლმა შეასრულა მეგრული ხალხური სიმღერები. ახალსოფელში მცხოვრებმა დევნილებმა მადლიერება გამოხატეს ასეთი თბილი ღონისძიებისთვის.