მარიამ ბულია-“ჯიპას” ინსტიტუტში ასპროცენტიანი გრანტით


  • ჯი-ელ-სის კურსდამთავრებულის მარიამ ბულიას არჩევანი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტია (ჯიპა).

-მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი კულტურებისა და ტრადიციების გაცნობა, ვსწავლობ უცხო ენებს. ვსაუბრობ: ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. სოციალური ფაკულტეტი ამიტომაა ჩემი არჩევანი. ბავშვობიდანვე ვიყავი სხვადასხვა პროექტში ჩართული. ვიყავი პოლონური პროექტის ,,be involved”-ის ლიდერი, სადაც ჩვენმა დაწერილმა პროექტმა გრანტი მოიპოვა. ასევე, ვარ ახალგაზრდული კლუბ ,,SKYE”-ს წევრი. ვცდილობ, ჩავერთო ჩვენს ქალაქში განხორციელებულ პროექტებში. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სოციალური სფერო წამოსაწევია, რომ ახლო მომავალში გადაიჭრას თემისთვის არსებული პრობლემები.

სკოლა თუ შენი რეპეტიტორები, ვისი წილია მეტი შენს გრანტში?

-ჩემი ეს წარმატება უკავშირდება ,,ჯი-ელ-სის’’ პედაგოგების თავდაუზოგავ შრომას, რაც მე მაძლევდა სტიმულს განმეხორციელებინა ჩემი მიზანი.

რა არის შენი ჰობი, რისი კეთება გიყვარს?

-თავისუფალ დროს ძირითადად ვხატავ, ან ვუსმენ კლასიკურ მუსიკას და პარალელურად ვკითხულობ. ბოლო პერიოდში, დავიწყე ჩანახატების წერა. რთული გრაფიკის მიუხედავად, ვცდილობ, დღის მონაკვეთში, მცირე დრო დავუთმო ჩემს გატაცებებს, რადგან სწორედ ეს მმატებს ძალას და სიმშვიდეს.

როგორია შენი გეგმები?

-ძირითადი გათვლები, რასაც პრაქტიკაში მალე გამოვიყენებ, მორგებულია ზუგდიდზე. ვფიქრობ, ჩემი ქალაქიდან დაწყებული საქმე გამიხსნის და გაუხსნის გზას ახალგაზრდებს მომავლისკენ.

ხატია წყაროზია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!