მამუკა წოწერია-ვიმარჯვებთ დამაჯერებლად


  • “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგი გამართა.

“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ზუგდიდელ ამომრჩეველს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისთვის. მეორე ტურში დაფიქსირდა 54 300-მდე ამომრჩეველი, რაც 2%-ით აჭარბებს პირველი ტურის მაჩვენებელს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნება” იმარჯვებს დამაჯერებლად. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ვნებათაღელვის დაცხრომა. მე მოვუწოდებ დესტრუქციულ ძალას, როგორც პირველ ტურში, ისე ნუ ეცდება ხელი შეუშალოს საარჩევნო კომისიას ახლაც, ნუ შექმნის დაძაბულობის კერებს საარჩევნო უბნებთან. მისცენ მათ საშუალება, სწორად დაითვალონ ის ხმები, რაც ზუგდიდელმა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ნურავის ნუ წაუცდება ხელი კანონდარღვევაზე, რადგან კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება თითოეული დესტრუქციული ქმედება და მცდელობა, რამენაირად შედეგზე იქონიოს გავლენა”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!