კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 57 პირს


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს, გამოკვლეულ 57 პაციენტს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა.

გამოკლეულებს შორის იყო 112-ის ზუგდიდის ფილიალის 17 მედიკოსი და სენაკის ცხელების კლინიკის 6 ექიმი. სხვა დანარჩენი პაციენტები საკარანტინო სივრციდან და “ცხელების ცენტრებს” წარმოადგენდნენ.

ცნობისთვის, ამ დრომდე ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულია 250-მდე პაციენტი. ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში, covid 19-ზე PCR ტექნოლოგიით კვლევებს კვლავ განაგრძობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × three =

Akismet ანტისპამი