კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში 112-ის 17 თანამშრომელს


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 112-ის 17 თანამშრომელი გამოიკვლიეს. ყველა გამოკვლეულ პაციენტზე პასუხი უარყოფითია. გარდა ამისა PCR ტესტებით COVID 19-ზე კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება.

ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, იკვლევენ 112-ის თანამშრომლების მეორე ნაწილს და ასევე, საკარანტინო ზონიდან და “ცხელების ცენტრებიდან” შემოსულ ბიოლოგიურ მასალებს.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეისათვის, სულ 40 პაციენტის ბიოლოგიური მასალა შემოვიდა. აქედან 17-ის პასუხი უკვე ცნობილია. რაც შეეხება, დანარჩენებს – მათ შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო დღის ბოლოს გაავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!