კორონავირუსის ახალი შემთხვევბიდან 193 აჭარას უკავშირდება


  • საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება,-განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძრვანელმა მარინა ენდელაძემ.

“294 ახალინფიცირებულთა შორის კვლავ აჭარა ლიდერობს, 66 პროცენტით 193 ახალი პაციენტია გამოვლენილი აჭარაში, თბილისში არის 15 პროცენტი, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი დადასტურებული, შიდა ქართლში – ოთხი, კახეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი”, – განაცხადა ენდელაძემ.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!