კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, მესამეჯერ გადაიდო. საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე გიგა ფარულავა თვლის, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად საკრებულოს ფრაქცია “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრის შეთანხმებით. გიგა ფარულავა თვლის, რომ საუბარს მის იმპიჩმენტზე მათ უკავშირებს.

“სამწუხაროდ, უკვე მესამე ჯერზე, კვორუმი ვერ შედგა და საკრებულოს სხდომა გადაიდო. სხდომას არ ესწრება ფრაქცია “ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დეპუტატები. ჩემთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება მათი ეს გადაწყვეტილება და ცალსახად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ისინი პირდაპირ ბოიკოტს უცხადებენ და ისინი საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ.

კითხვაზე მოსალოდენელია თუ არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი, თავად საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა მედიას პასუხობს, რომ მის იმპიჩმენტზე საუბარი წამოვიდა ფრაქცია “ოცნებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან და დასძენს, რომ ეს ფრაქციები შეთანხმებულები არიან და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

კითხვაზე, მოსალოდენელია თუ არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი, რაზეც უკვე აშკარად დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საუბარი, თავად საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა მედიას პასუხობს: “… “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მსგავსი პოლიტიკური შეთანხმება არაერთხელ ვიხილეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში და გამორიცხული არაფერია”.

საკრებულოს მომავალი სხდომა, ხვალ, 11 აპრილს ჩაინიშნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!