“არა რუსულ კანონს”-ზუგდიდელი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი საკრებულოში


  • “არა რუსულ კანონს”, “ეს შემოგდებული მესიჯბოქსია”, “ეს კანონი ხელს შეგვიშლის ევროკავშირის გაწევრიანებაში”- ასეთი ტექსტებით გააპროტესტეს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე იქ შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და საკრებულოს ფრაქცია “ახალის” წევრებმა კანონი, რომლის განხილვასაც საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირის ორშაბათიდან იწყებს.

ეკა მინჯორაია, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების”ქსელის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი: “ხელისუფლებიდან საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტი ეხება არსამთავრობო ორგანზაციების გამჭვირვალობას და ასევე კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებების გამჭვირვალობას არის ტყუილი. იქიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშები არის გამჭვირვალე შესაბამის უწყებებში. ეს კანონპროექტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კრიტიკული აზრი არ არსებობდეს”.

არჩილ თოდუა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის რეგიონალური ოფისის კოორდინატორი: “ჩვენ ყველგან ვამბობთ, “არა რუსულ კანონს”. საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებული კანონი თავისი შინაარსით, მიზნებით, სურვილებით წმინდა რუსული კანონია. ეს კანონი თუ მიიღეს, საქართველოს დაუკარგავს ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების შანს. კანონი მიზანმიმართულია იმისათვის, რომ ქვეყანაში არ ისმოდეს კრიტიკული აზრი. დაუშვებელია ამ კანონის მიღება ქართულ საზოგადოებაში. შარშან, ქართველმა ხალხმა მიაღწია წარმატებას და არ მიაღებინა პარლამენტს რუსული კანონი. დარწმუნებული ვარ, წელსაც, მთავრობას ქართველი ხალხი არ მიაღებინებს ამ კანონს.”

მაია კალანდია, ფრაქცია “ახალის” წევრი: “არ უნდა დავუკანონოთ ბიძინა ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს ეს კანონი. “არა რუსულ კანონს”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!