კამპანია #ზუგდიდიპოკროვსკისთვის იწყება


  • “სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მედიკამენტების, საკვების, გენერატორების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვებას იწყებს.

“ძვირფასო პოკროვსკელებო, გწერთ წერილს საქართველოდან, თქვენი დამეგობრებული ქალაქ ზუგდიდიდან, პატარა ქალაქიდან რომელიც სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გვერდით. ჩვენ, ალბათ, ყველაზე უკეთ ვიცით რა არის ოკუპაცია, ვიცით მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ასევე, ვიცით, გასაჭირში როგორი მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, როგორი მცირედიც არ უნდა იყოს ის. მეგობრებიც ხომ სწორედ ამისთვის არსებობენ…” ასე იწყება წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პოკროვსკის ადმინისტრაციას კამპანიის ინიციატორებმა მისწერეს და ჰკითხეს, ხომ არ სჭირდებოდათ დახმარება.

“ჩვენ, ზუგდიდის მოსახლეობას არ შეგვიძლია მოგაწოდოთ შეიარაღება, მაგრამ შეგვიძლია ვიბრძოლოთ საკუთარი სიცოცხლის ფასად (24 თებერვლიდან მოყოლებული არაერთი ზუგდიდელი დაეცა უკრაინის მიწაზე, ბრძოლის ველზე და უამრავი ზუგდიდელი ახლაც იბრძვის) შეგვიძლია შევაგროვოთ და გამოგიგზავნოთ მედიკამენტები, საკვები, გენერატორები და ა.შ. ეს ყველაფერი არაერთხელ გავაკეთეთ სხვადასხვა ქალაქისთვის”…

კიდევ უამრავი რამ მივწერეთ. ვუთხარით, როგორ გაგვაერთიანა მათი მხარდაჭერის სურვილმა განსხვავებული ადამიანები. იმავე დღეს გვიპასუხეს, გაუხარდათ მოკითხვა და შეთავაზება… აქედან იწყება ჩვენი მოქმედებაც.”-აღნიშნულია “სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის” ზუგდიდის ორგანიზაციის განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!