იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება გახდა შესაძლებელი


  • იუსტიციის სახლში პირველი მარტიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება გახდა შესაძლებელი.

მომხმარებელს მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ისეთ სერვისებზე, როგორიც არის: დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა, სხვადასხვა საფუძვლით პენსიის დანიშვნა, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა, ინდივიდუალური გვერდის პირველადი პაროლის მიღება/აღდგენა, სქემის მონაწილის ცნობის მიღება და სხვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!