ბოტანიკურმა ბაღმა დუალური განათლების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები მიიღო


  • ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა დუალური განათლების პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკის მიღების მიზნით სტუდენტების მეოთხე ნაკადი მიიღო, რომლებიც პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებასთან ერთად მიიღებენ სტიპენდიას.

ინფორმაციისთვის: დუალური მიდგომით სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ორ ადგილზე. თეორიული სწავლება ხორციელდება უნივერსიტეტში, ხოლო პრაქტიკული სწავლება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 2019 წლიდან თანამშრომლობს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განსახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,დეკორატიული მებაღეობის“ შემუშავებისა და განხორციელების ფარგლებში.

ურთიერთანამშრომლობის მიზანია საგანმანათლებლო სექტორთან ერთად შრომის ბაზრისთვის მიწოდებულ იქნეს კონკურენტუნარიანი კადრები მებაღეობაში.

სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სამუშაოებში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!