ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეულ სერვისებზე მომსახურება შეფერხებულია


  • ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეულ სერვისებზე მომსახურება შეფერხებულია. ამის შესახებ იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „საქართველოს ეროვნული არქივის“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ამასთან, ნაწილობრივ შეზღუდულია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მომსახურება.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე“, – ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!