საპენსიო სააგენტო – საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონი ლარის სარგებელი მოუტანა


  • საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით 38.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.4% შეადგინა.

როგორც საპენსიო ფონდში აღნიშნავენ, საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.6% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 13.5% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.9% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.4% არის განთავსებული.

2022 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.78 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 397 მილიონი ლარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!