ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“დამოუკიდებლობის დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს.საქართველოსა და აშშ-ს შორის გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი საერთო ღირებულებების დასტურია.აშშ სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი თანადგომისთვის და იმ სამაგალითო ურთიერთობისთვის, რომელსაც მრავალი წელია ერთად ვაშენებთ.კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მათ კეთილდღეობას, წინსვლას და წარმატებებს”.-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცახდებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!