ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე დღეს 31 პაციენტს გამოიკვლევენ


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე დღეს 31 პაციენტს გამოიკვლევენ, მათ შორის არის სენაკის ცხელების ცენტრის მედპერსონალი. დანარჩენი პაციენტები ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრის პაციენტები არიან.

“უკვე დავიწყეთ მუშაობა მორიგ PCR კვლევებზე და გვაქვს სამი რეგიონის პაციენტების ბიოლოგიური მასალა. ერთობლიობაში გამოვიკვლევთ 31 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას PCR ტესტების საშუალებით. ხვალიდან კი კვლევაზე მესტიის მუნიციპალიტეტიდან შემოსულ ბიოლოგიურ მასალებს გამოვიკვლევთ”-აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

დღევანდელი PCR კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!