ინდიელი აბორიგენები ზუგდიდში


ზუგდიდში გავლით და სტუმრად იმყოფებიან ინდიელი აბორიგენები, რომლებმაც ამ ბოლო დღეებში რამდენიმე კონცერტი გამართეს ქალაქის სხვადასხვა უბანში. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ეს არის ჯგუფი, რომელიც კონცერტებს მართავს სხვადასხვა ქალაქის იმ ტერიტორიაზე, სადაც ტრანსპორტი არ მოძრაობს. დღეს ინდიელ აბორიგენებს ბოლო კონცერტი ჰქონდათ. მათ ზუგდიდელებს სიმღერების გარდა, შესთავაზეს გასაყიდად თავიანთი დისკები და ხელთნაკეთი აქსესუარები. ინდიელი აბორიგენების სიმღერებით ზუგდიდელები კარგად გაერთნენ, ისინი შეიკრიბნენ უცნაური სტუმრების ირგვლივ. ბევრმა სპეციალურად დადგმულ ყულაბაში თეთრებიც ჩააჩხრიალა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!