თურქეთის მოქალაქისთვის ავტომობლის მოპარვის ბრალდებით ზუგდიდში სამი პირი დააკავეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 3 პირი: 1993 წელს დაბადებული გ.ჭ. 1977 წელს დაბადებული მ.შ. და 1991 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ბრალდებულები თურქული კომპანიის კუთვნილი “ნისან ნავარას” მარკის ავტომობილს ქალაქ ზუგდიდიდში ფარულად დაეუფლნენ და სოფელ ახალსოფელში, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს. სადაც, შემდგომ რეალიზაციის მიზნით ავტომობილი ნაწილებად დაშალეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი ავტომობილი დაშლილ მდგომარეობაში და მისივე ნაწილები.
სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”.-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!