ზუგდიდში, მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო


  • საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ზუგდიდში, მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო.

უწყების ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დანერგვას და ითვალისწინებს როგორც ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ასევე, მათ დამუშავებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, შემდგომში მათი ხელახალი გამოყენებისათვის.

პროექტი ხორციელდება “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”- ის საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!