ზუგდიდში მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ნარჩენების მართვის კომპანიის ხელშეწყობით მიმდინარეობს მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დანერგვას და ითვალისწინებს, როგორც ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ასევე, მათ დამუშავებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, შემდგომში მათი ხელახალი გამოყენებისათვის. ამჟამად სარეალიზაციოდ გამზადებულია 95 ტონაზე მეტი მუყაოსა და ქაღალდის მეორადი ნედლეული.

სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ქაღალდისა და მუყაოს გადამუშავების საპილოტე პროექტის მთავარი კონსულტანტი რონი კვაჭაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ,,ზუგდიდასუფთავების ცენტრი”-ს დირექტორი ნუგზარ მალაშხია, მოადგილეები: გიგა კილასონია, ვასო ფარცვანია და ცენტრის სხვა თანამშრომლები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!