ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა


  • აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26  ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორაციით, გამოცდა უკვე ჩააბარეს გრანტის გაუმჯობესებისათვის სტუდენტებმა,  გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც. 2023 წლის გამოცდები 28 ივლისს  საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.

უწყების ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან ამ დრომდე გამოცდებზე გავიდა 94 %-მდე გამოსაცდელი. 

მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდებზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე  აპლიკანტთაგან გამოცდებზე გავიდა 82%-ზე მეტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულ 3000-ზე მეტ სტუდენტთაგან კი – 75% -ზე მეტი გამოსაცდელი.

2023 წელს გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა გამოსაცდელებს ჰქონდათ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად გამოცდებს აბარებდნენ ამბროლაურშიც, სადაც  ახალი საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. მთელი საქართველოს მასშტაბით სულ ფუნქციონირებდა 24 საგამოცდო ცენტრი. 

თითოეული გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნება  გასწორების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად დაიწყება, რის შემდეგაც გამოსაცდელები საკუთარი შედეგების გასაჩივრებას შეძლებენ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით მათ შესაძლებლობა აქვთ  სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!