ზუგდიდში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშებიდან 68-ზე დადებითი პასუხია.

აქედან 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 29 კი ცხელებით და სხვადასხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.

7 შემთხვევა გვაქვს ფოთში, ასევე 7 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ასევე ოთხი შემთხვევაა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია.

1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც თბილისში მაცხოვრებელია და კოვიდი დაუდასტურდა.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პირი. მათ შორის 6 რუხის კლინიკიდან და ერთი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (4 ზუგდიდი, 1 ფოთი, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პოლონელი) და 1 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა).

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 232 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!