ზუგდიდური აქცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ


  • დღეს, თბილისში, ლგბტ პრაიდის გამართვის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, ზუგდიდიც შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა ბულვარში რამდენიმე ხეზე გააკრეს პლაკატები წარწერებით: “არა ლგბტ პროპაგანდას საქართველოში”, არა მამათმავლობის პროპაგანდას და არა სოდომისტებს”.

აქციის ორგანიზატორმა ხატია ჯანაშიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ დღევანდელი აქციით მხარს უჭერენ თბილისში გამართულ აქციას. “დიახ, ჩვენ ვემიჯნებით იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაამკვიდრონ საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოში მათ კერძო საკუთრებაში შევარდია ვინმე, ასე არ ვებრძვით მათ. ჩვენ არ ვღებულობთ და არც მივიღებთ საქართველოში ლგბტ პრაიდს. მოვუწოდებთ მათ, ვინც მათი მომხრეა და ცდილობს საზოგადოებას მოახვიოს მათი პროპაგანდა და ზეწრები, შეწყვიტონ ხალხის გამოწვევა და ნერვებზე თამაში.”

ხატია ჯანაშიამ აღნიშნა, რომ აქცია მომავალშიც ჩატარდება. “თუ კი მსგავსი მარაზმი არ შეწყდება საქართველოში და მისი პროპაგანდა”.

დღევანდელი აქცია არ იყო ხალხმრავალი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!