“ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის მკითხველებმა, ასევე ევროკავშირის სადამდკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მოსწავლეებმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის აბონემენტის განყოფილების უფროსმა ინგა ქარჩავამ აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ეროვნული საგანძურის წარმოჩენა, ასევე მშობლიური ლიტერატურით დაინტერესება. “მომავალ ახალგაზრდა თაობას უფრო მეტად შევაყვაროთ ვეფხისტყაოსანი და უფრო მეტი პოპურალიზაცია გავუწიოთ ქართული სულიერების ამ უნიკალურ ძეგლს.”-უთხრა ჟურნალისტებს ქარჩავამ.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი ხათუნა დარასელია. მან შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ,,ვეფხისტყაოსნის” საჯაროდ კითხვის დღეს, სიხარულით ელოდებიან.

“ვეფხისტყაოსნის” საჯაროდ კითხვა ზუგდიდში ათი წელია მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!