ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი განცხადებას ავრცელებს


  • ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ინფორმაციით, 29 და 30 ივნისს, ავტობუსები გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო, ვერ განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას სხვადასხვა მარშრუტის მიმართულებით.

“ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია გატყობინებთ რომ, მიმდინარე წლის 29-30 ივნისს (შაბათი-კვირა), მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ავტობუსები გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო ვერ განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას შემდეგი მიმართულებით:

  • მარშრუტი: N7 (ხორავას ქ-ლაზის ქ)
  • მარშრუტი: N8 (ჯუმი-ოფაჩხაფუ)
  • მარშრუტი: N9 (რუხი-ენგურის ხიდი)
  • მარშრუტი: N10 (ახალაბასთუმანი)
  • მარშრუტი: N11 (ინგირი)
  • მარშრუტი: N23 (ცაიში-ცაცხვი)
  • მარშრუტი: N29 (ახალსოფელი)
  • მარშრუტი: N33 (ნარაზენი-საპერტიო)

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული გეგმიური ტექნიკური სამუშაოები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო, კომფორტულ და დროულ გადაყვანას დანიშნულების ადგილამდე. აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე მგზავრთა გადაყვანა სრულად აღდგება 1 ივლისიდან. ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის და აღნიშული სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტისთვის.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 − 11 =

Akismet ანტისპამი