ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 500 ოჯახს სააღდგომო პროდუქტები გადასცა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტრადიციისამებრ, სააღდგომოდ, 500 ოჯახს საჩუქრად საკვები პროდუქტები გადასცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთად, სადღესასწაულო კალათები სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს მიუტანა.

სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს და ომის მონაწილე ვეტერანებს გადაეცათ და ის სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროდუქტებისთვის 44 440 ლარი გამოიყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!