ზუგდიდის მერის სტიპენდია 104 სტუდენტს დაენიშნა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო. 

ახალგაზრდების წახალისება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერია ახალგაზრდული მიმართულებით არაერთ პროექტს ახორცილებს. 

მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;

 სტუდენტები მერის სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × two =

Akismet ანტისპამი