ზუგდიდის მერიამ მედალოსნები დააჯილდოვა


  • ზუგდიდის ტექნოპარკში, 2021-2022 სასწავლო წლის სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. 

,,გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას, მომავალი თქვენს ხელშია და ჩვენ გაფაციცებით ველით იმ დროს, როდესაც თქვენი პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და განათლებით კიდევ უფრო დახუნძლულები დაუბრუნდებით ჩვენს საყვარელ ზუგდიდს“-აღნიშნა ახალგაზრდებთან მიმართვისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მერმა მამუკა წოწერიამ.

დაჯილდოვდა 161 მოსწავლე, მათ შორის 134 ოქროს, ხოლო 27 ვერცხლის მედალოსანი. 

წარჩინებულ მოსწავლეებს მერიამ საჩუქრად, სიგელები და წიგნები გადასცა. 

დაჯილდოების ცერემონიალი ნემო ჯალაღონიასა და დიჯეი დავით სართანიას კონცერტით დაიხურა. 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსწავლეები,მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!