ზუგდიდის ბიუჯეტი გაიზარდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 626 700 ლარის ოდენობით გაიზარდა და 50 026 700 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 40 400 000 ლარისა.

შესაბამის ცვლილებას საკრებულოს წევრებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა გამოყოფილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. კერძოდ, წყალმომარაგების სისტემისა და გარე განათების მოწყობისთვის, მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობისთვის, გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვისათვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განსახორციელებლად და სხვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!