ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია


  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელებმა დაახლოებით 2 ათასი კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენი ჯარისკაცების ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა გრძელდება. აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. ამ დღეებში რუსული არმია ავლენს ყველაზე უკეთესს, რისი კეთებაც შეუძლია – გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ცუდი არჩევანი მათთვის – გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × two =

Akismet ანტისპამი