დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება.

ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მცხეთის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის კომპონენტსაც ითვალისწინებს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  • ქ. გორი, სამების ქ.N1;
  • ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;
  • ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
  • ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!