2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები ახალი ელექტრონული მოწმობებით ჩანაცვლდება


  • იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 + seventeen =

Akismet ანტისპამი