დაუნის სინდრომის მსოფლიო კვირეულს ზუგდიდის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა


  • დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლემ, დღის ცენტრ ,,ნერგების“ ბენეფიციარებს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მოადგილე კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.
გიორგი შენგელიას თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხელშეწყობა და თანადგომა ამ ადამიანების მიმართ, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, აღსანიშნავია ის მუნიციპალური პროგრამები, რასაც მათ ხელშესაწყობად ვახორციელებთ.
 დღის ცენტრ ,,ნერგების“ ბენეფიციარებს სტუმრობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!