დასუფთავების აქცია “დავასუფთაოთ საქართველოს” ფარგლებში


  • 22 აპრილს კამპანია “დავასუფთაოთ საქართველო ” -ს ფარგლებში, მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება დასუფთავების აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიას “დავასუფთაოთ საქართველო” მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე უერთდება.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ინფორმაციით”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო” -ს მიერ წელს, დასუფთავების აქცია დაიგეგმა 15 აპრილიდან 22 აპრილამდე.

აღნიშნულ კამპანიას აქტიურად შეუერთდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის ეზოში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ დაირგო მწვანე ნარგავები და დასუფთავდა გიმნაზიის შიდა და მიმდებარე ტერიტორიები.

21 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია. მიმდინარე დასუფთავების აქციას ადგილზე გაეცნო და აქტიურად ჩაერთო ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მერიის თანამშრომლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები, “საქართველოს წითელი ჯვრის ” ზუგდიდელი მოხალისეები, სხვადასხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-სა და “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი ” -ს მუშა-მოსამსახურეები, ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები.

დასუფთავდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის შიდა ეზო, დადიანების კარის ეკლესიის ბზის ხეივანი, გულუას სახელობის პარკი, ტრასები, ქუჩები, სკვერები, ბაღები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები და შავი ზღვის ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო 1 600-ზე მეტმა ადამიანმა. ნაგავსაყრელში გაიზიდა 55 მ3 ზე მეტი მყარი ნარჩენი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!