გუბერნატორი – რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს


  • რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებს რაკეტები ესროლეს, – ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს.

„ოკუპანტებმა საოლქო ცენტრს რაკეტებით შეუტიეს. ინფრასტრუქტურული ობიექტები მტრის სამიზნე გახდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა. განადგურდა საცხოვრებელი სახლები. ადგილზე მაშველები იმყოფებიან.

გარდა ამისა, მისი თქმით, დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

“არიან დაშავებულები. მაშველებს ადამიანები ნანგრევებიდან ამოჰყავთ”, – განაცხადა სტარუხმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!