გომელაური ესებუაზე-ყველაზე მეტად მე მინდა და ჩვენ გვინდა, რომ დავაკავოთ


  • ესებუა ძებნაზე დასმულია, მისჯილი აქვს. გამოცხადებულია ძებნა წითელი ცირკულარით, ყველაზე მეტად მე მინდა და ჩვენ გვინდა, რომ დავაკავოთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

„მაშინ ელემენტარულად ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო, უბრალოდ, არ ვლაპარაკობ მასაზე, რომ აეფეთქებინა ხელყუმბარა და ათეულობით ადამიანი დაღუპულიყო, ამას აღარავინ უყურებს. კარგად რომ დამთავრდა, ახლა ამაზე მიდის ხუმრობა, ასე შემდეგ. მესმის. კარგია რომ დაგვეკავებინა, თუმცა მოხდა ასე, რომ ვერ დავაკავეთ. კიდევ ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრია ასეთი, მაგალითად, პოლიცილების მკვლელები, როდესაც 2004-2005-ში მომხდარი შარშან დავაკავეთ 18 წელი გავიდა. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ იგივე ვანო მერაბიშვილს, ბატონ მინისტრს არ უნდოდა მისი დაკავება, ვერ წარმოვიდგენ, რა თქმა უნდა უნდოდა, მაგრამ ვერ დააკავეს. ხდება, სამწუხაროდ. ესებუა გახდა სასაცილო, თუმცა სასაცილო ჩემთვის მართლა არ არის, დავაკავოთ, ყველას გვინდა, მაგრამ ხდება სამწუხაროდ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!