გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში რვა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა


  • გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში რვა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა,-ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“პენიტენციურ სისტემაში ძალიან კარგად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და თანამშრომლების დიდი ნაწილი, ასევე ბრალდებულების და მსჯავრდებულების არის ვაქცინირებული 2 დოზით. ამდენად ინფექციის შიდა გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. გეგუთის შემთხვევაში ნამდვილად დაფიქსირდა თავდაპირველად ერთი შემთხვევა, საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა ორი ტესტირების შედეგად არ დადასტურდა, მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება. უსიმპტომოა, ის მის თანამესაკნეებთან ერთად გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის შესაბამის სივრცეში. მსუბუქი შემთხვევებია ყველა, მათ უტარდებათ შესაბამისი მეთვალყურეობა. რაც შეეეხება თვითონ გეგუთში მყოფ სხვა პირებს, ისინი გადავიდნენ აქტიური ტესტირების რეჟიმში, რათა მოხდეს დაახლოებით 8-10 დღის განმავლობაში მათი ინტენსიური ტესტირება. ინფიცირებულია რვა პირი, რომელიც გადმოყვანილია სამოქალაქო სექტორში. ყველგან არის სიმშვიდე, არსად სხვაგან ინფექციის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ძალიან კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!