გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა


  • დღეს, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ,,აფხაზეთი’’ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, გამართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის მონაწილეები სოხუმიდან, გალიდან და ზუგდიდის რეგიონებიდან.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები, კერძოდ – ქარგვის, ქსოვის, ხეზე კვეთის და პოლიმერული თიხის ხელნაკეთი ნივთები.

პროექტი “ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა” ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პოექტის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ქალების საარსებო წყაროების გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!