,,ფრიდენსდორფ-ინტერნაციონალისა” და ნანა აბრამიას მორიგი დახმარება საქართველოს და ზუგდიდს


  • გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ ,,ფრიდენსდორფ-ინტერნაციონალმა”, საქართველოში მის წარმომადგენლობას, ასოციაციას “ჯანმრთელი ბავშვები”, საიბილეო აქციის ფარგლებში, გადასცა სამედიცნო ეტლი.

ასოციაციის ხელმძღვანელმა, ექიმმა ნანა აბრამიამ, რომელიც წარმოშობით ზუგდიდელია, გერმანული საერთაშორისო ორგანიიზაციისგან საიუბილეო მე-100 აქციის ფარგლებში, მიღებული საჩუქარი გადასცა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას.

ექიმი ნანა აბრამია

ეტლი დღეს, ნანა აბრამიას ოჯახის ახლობელმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ ზამირა ღადუამ გადასცა კლინიკის მენეჯერს ნინო აკობიას, რომელმაც “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ ეს ეტლი ამ ეტაპისთვის, კლინიკისთვის სერიოზული დახმარებაა.

ზამირა ღადუამ განმარტა, რომ ნანა აბრამიას მიერ, ზუგდიდელებისთვის ეს არ არის პირველი დახმარება, რომ ქალბატონი ნანა თავისი გერმანულ-ქართული ურთიერთობების მანძილზე, არაერთხელ დამდგარა ზუგდიდელი ბავშვების ჯანმრთლეობის სადარაჯოზე და კვლავაც გააგრძელებს, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!