ბოტანიკურმა ბაღმა სააახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა


  • დღეს, ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა მრავალფეროვან სააახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა.

ბოტანიკური ბაღის ეზოში მოეწყო საშობაო გამოფენა-გაყიდვა, სადაც შესაძლებელი იყო სხვადასხვა საახალწლო ხელნაკეთი აქსესუარების, ტკბილეულის, სუვენირებისა და საჩუქრების შეძენა.

ბავშვებს საჩუქრებთად ერთად La-la land ზღაპრის გმირები, ანიმატორები, სანტა კლაუსი და სხვა გასართობი ატრაქციონები დახვდათ.

ღონისძიება მუსიკალურად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების აღსაზრდელებმა გააფორმეს.

ინფორმაციისთვის: 1 და 7 იანვარს ბოტანიკურ ბაღში შესვლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eight + 17 =

Akismet ანტისპამი