- დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერალ ნანა ეხვაიას წიგნის „რა დროს ეგ არი?!” წარდგენა. წიგნი ქალბატონი ნანას მოთხრობების პირველი კრებულია.
საღამოზე, მწერლის შემოქმედებაზე და მის ახალ წიგნზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა. ფილოლოგიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან ფიფიამ, მწერალმა გია ხუბუამ, ფილოლოგმა მზია დარასელიამ,ბიბლიოთეკის დირექტორმა ბესიკ არახამიამ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა გიორგი ფიფიამ.

ინფორმაციისთვის: ქალბატონი ნანა გახლავთ ლექსების ხუთი კრებულის ავტორი და სტუდენტობიდან მოყოლებული წერს ლექსებს. ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისიდანვე ნანა ეხვაია თანამშრომლობდა გაზეთებთან:„ჩვენი მწერლობა“, „ახალი ქართული გაზეთი“, „დილის გაზეთი“. მისი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთებში: „რუბიკონი“, „ალტერნატივა“, „ლიტერატურული საქართველო“, ხოლო ნოველები კი ჟურნალებში: „ცისკარი“, „მნათობი“, „რიწა“, „ეგრისი“.
ქალბატონი ნანა 1996 წელს ლია სტურუასა და გურამ დოჩანაშვილის რეკომენდაციით მიიღეს მწერალთა კავშირში.
