ბიბლიოთეკის პატარა სტუმრები


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკაში გრძელდება პროექტი ,,ზღაპრის საათი”. დღეს, ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახს კახათის საბავშვო ბაღის ,,რწმენა” აღსაზრდელები სტუმრობდნენ. პატარებმა ნახეს მულტფილმები ქართული ზღაპრებისა ,,ნაცარქექია” და ,,კომბლე”.

შემდეგ ეს ზღაპრები პატარებს წაუკითხა ბიბლიოთეკის კლუბ ,, ცეროდენა”-ს ხელმძღვანელმა ა.ჩიქოვანმა, ბიბლიოგრაფები  ქ.ქარდავა და  კ.გურგულიანი ბავშვებს კითხვა- პასუხის მეშვეობით დაეხმარნენ წაკითხულის გააზრებაში. საბავშვო მუსიკის ფონზე ბავშვებმა იცეკვეს და იხალისეს. დასასრულს ბიბლიოთეკის დირექტორმა, მადონა მაქაცარიამ აღსაზრდელებს ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!