ზუგდიდელი მძღოლების პროტესტი


დღეს, გუბერნიის წინ, კომპანია „მეტრო ჯორჯიას’’ წინაღმდეგ მშვიდობიანი აქცია ისევ გამართეს ზუგდიდელმა მძღოლებმა. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება, ისინი ითხოვენ კომპანიამ შეწყვიტოს მუშაობა ზუგდიდში. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტრანსპორტის პროვკავშირის ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ და თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „გაერთიანებული საზოგადოება’’. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანი დარსალიას თქმით, ორგანიზაციამ დაიწყო კამპანია „არა მონოპოლიას საქართველოში’’და დღევანდელ აქციაზე მძღოლების მოწვევით ჩამოვიდნენ. დარსალიას თქმით, მას სურდა შეხვედრა გუბერნატორთან და მერიის წარმომადგენლებთან, მაგრამ მათ უარი განუცხადეს. საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ „მეტრო ჯორჯია’ არ წავა ზუგდიდიდან. ალანია ამბობს, რომ „მეტრო ჯორჯიას’’ კანონდარღვევით აქვს აღებული ავტოსადგურის ფართი და  არც იქიდაბ განხორციელებულ რეისებზე საგზაო დეპარტამენტისაგან ნებართვა არ გააჩნია.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pPVzTSs8oV0[/embedyt]

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=4CR7D5tbJNA[/embedyt]

ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნუკრი ესართიამ ბრალდებაზე საინფორმაციო სააგენტო “ლაივპრესთან” განმარტა, “ რომ ბრალდება უსაფუძვლო და აბსურდულია. მისივე სიტყვებით, ავტოსადგურთან დაკავშირებით ნებართვა საგზაო დეპარტამენტმა და არა მერიამ გასცა. როგორც ნუკრი ესართია ირწმუნება, მძღოლების ეჭვის საფუძველზე, მერიამ „მეტრო ჯორჯიას“ მოსთხოვა დოკუმენტაცია თუ რის საფუძველზე ახორციელებს რეისებს აღმაშენებლის ქუჩიდან და სანამ არ მოხდება ამ მისი შესწავლა, კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!