ზუგდიდელ მძღოლებს სოლიდარობას უცხადებენ


“დემოკრატიის ინსტიტუტი”, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სოლიდარობას უცხადებს, დღეს, ზუგდიდში, აქციაზე, დილიდანვე შეკრებილ თვითდასაქმებულ მძღოლებს, ასევე ყველა მათ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს.” ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლების სულ მცირე არაგონივრული გადაწყვეტილებით, საქართველოში მსხვილი თურქული კომპანიის “მეტროსათვის” მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის უფლების მინიჭებამ აშკარად არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში აღმოაჩინა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე,თვითდსაქმებული მძღოლი, რომლებმაც უკვე დაკარგეს ან კარგავენ მათი ოჯახების ერთადერთ საარსებო წყაროს.

მოვითხოვთ, კონკურენციის სააგენტოს და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ გატარებულ იქნას დაუყონებლივი ღონისძიებები, როგორც ტრანსპორტის, ასევე ვაჭრობისა და სხვა სფეროებში მონოპოლისტური და ოლიგოპოლისტური მდგომარეობის ჩამოყალიების წინააღმდეგ და წვრილი მეწარმეობის მხარდასაჭერად.  აღნიშნული კი მით უფრო აქტუალურ და გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მასშტაბურია დღეისათვის საქართველოში უმუშევრობა. შესაბამისად ,წვრილ მეწარმეთა დაცვა და ამ სეგმენტის განვითარებაზე ზრუნვა ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. ამასთავე მოვითხოვთ, დაუყონებლივ იქნას დაწყებული გამოძიება ზემოხსენებულ კომპანია “მეტრო-ჯორჯიას”, ასევე რიგი სხვა კომპანიების საქმიანობასთან ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო კორუფციული კავშირის დასადგენად.”

მძღოლებს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” ერთადერთი დამფუძნებელი და ლიდერი თეონა ქარდავა. ის დაუკავსირდა “ზუგდიდელები.გეს” და  განაცხადა: “მე ვთვლი, რომ ამ ადამიანების ბედით უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება და ეს საკითხი უმტკივნეულოდ უნდა მოაგვაროს. მე და ლაშა ჩხარტიშვილი “ნაციონალური მოძრაობის”  რეჟიმი დროსაც,  სამართლიანობისთვის სხვა მებრძოლებთან ერთად ვედექით მოვაჭრეებსა და მძღოლებს და ვიცავდით მათ უფლებებს. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების პირობებშიც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. არა მონოპოლიებს. მეტი ყურადღება ხალხს. ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს მოსახლეობაზე, უნდა აწუხებდეს მისი ბედი. ამდენი უმუშევარი გვყავს და კიდევ მათი რიცხვის გაზრდა ნამდვილად კარგ შედეგებს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!