ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ნომრით – 111 ფუნქციონირებას იწყებს


  • პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი, მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე იქნება ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში ბავშვებსა და მათ მშობლებს პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.

111 – ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შემოსულ ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.
111-ი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.
“ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატვით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და გაეროს ბავშთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა. ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოა და ის არა მარტო პანდემიის პირობებში, არამედ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების შემდეგაც იზრუნებს მომავალ თაობაზე,-ნათქვამია საქართველოს პარლამენტის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!