აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 20-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 35 ინფიცირებული იმყოფება.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 400 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 86 პაციენტი დაიღუპა, 4 498 კი – გამოჯანმრთელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 − 13 =

Akismet ანტისპამი