აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო  3306-მდე გაიზარდა ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 62 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1289 გახდა.

1 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen + 1 =

Akismet ანტისპამი