ასეც ხდება…


ნამდვილი ამბავი

ლექციებზე გავრბოდი…
უცებ, ორის დიალოგი წამომეწია:
–ფული არ დევს ამაში და… რაში მინდა?!
–გადააგდე.
გავხედე,–საფულე უპოვიათ… რახან ფულს ვერ პოულობენ, გადაუწყვეტიათ, გადააგდონ. ვჩერდები…
–იქნებ პირადობა დევს, ან რამე მნიშვნელოვანი… 112-ში დავრეკოთ.
სიტყვების დასრულებას არ მაცლის და ერთ–ერთი მათგანი, ხელში მაჩეჩებს შავ საფულეს, შესაბნევმორყეულს, რომელშიც დევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რამდენიმე საბანკო ბარათი.
წამიერი გაფიქრების შემდეგ:
–112 გისმენთ…
–ზუგდიდში ამ და ამ მისამართზე ვიპოვეთ საფულე…–ვუხსნი ოპერატორს ტელეფონში.
–ეკიპაჟი გამოგიგზავნოთ? ან თქვენ თვითონ გააჩერეთ…
–თვითონ გავაჩერებ…–არჩევანი გავაკეთე, მეჩქარება…
ოციოდ მეტრში ვაჩერებ საპატრულო ეკიპაჟს და ვეუბნები მომხდარის შესახებ.
დიდი ყოყმანის შემდეგ ადგენენ “ოქმს”.
მე ვეუბნები რომ ლექციაზე მაგვიანდება… დრო არ მაქვს…
ცოტა ხანში რეკავენ “კრიმინალურ განყოფილებაში”.
ველოდებით წარმომადგენელს. ერთი საათი გადის…
როგორც იქნა, მოვიდა პოლიციის კრიმინალური განყოფილებიდან ორი პირი და… ვგებულობ, რომ თურმე, განყოფილებაშიც უნდა გავჰყვე მათ.
უკვე ვნერვიულობ და ვიმეორებ მერამდენედ, რომ ლექციაზე მაგვიანდება, თუმცა…
განყოფილებაში მისულს, ქალბატონი გვესალმება, ჩემს მოყოლილს იწერს, მაგრამ… დეტალების შესწორების შემთხვევაში, უკვირს ჩემი “შეპასუხება”.
მოკლედ, ისეთი ამბავი მოყვა ამ ჩემს “სიკეთეს”, ლამის სიკეთის კეთება შემძულდა.
ეტყობა, ასეც ხდება… დიახ, ასეც ხდება!
ლიკა ჭანტურია,
მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა “ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორის” პირველი კურსის სტუდენტი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!