დაფუძნდა ახალგაზრდული ინტერნეტტელევიზია


დღეს, ზუგდიდის ტექნოპარკში, გაიმართა ახალგაზრდული ინტერნეტ ტელევიზიის “zugdidi tv”–ის პრეზენტაცია. “ზუგდიდი ტვ”–ის დამფუძნებელმა, აფხაზეთის #11 საჯარო სკოლის მე–10 კლასის მოსწავლემ, ლუკა ჩანგელიამ აღნიშნა, რომ ინტერნეტ ტელევიზიაში, ძირითადად, ახალგაზრდები არიან დასაქმებულები. ინტერნეტტელევიზიის მიზანია, საზოგადოებას გააცნონ ის ადამიანები, რომლებიც ზუგდიდში და რეგიონში მცხოვრობი ახალგაზრდების განვითარებას უწყობენ ხელს. ასევე, წარმოაჩენენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე წარმატებულები არიან”.

დღესვე, ინტერნეტტელევიზიასა და ამერიკულ კუთხეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

“zugdidi Tv” პრეზენტაციას ესწრებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. მან ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და იქვე დასძინა, რომ მუნიციპალიტეტი მუდამ მხარს დაუჭერს ახალგაზრდების მიერ წამოწყებულ იდეებს.

ინტერნეტტელევიზიის პარტნიორი ორგანიზაციებია: ზუგდიდის ამერიკული კუთხე, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო ზემო-სვანეთის ცენტრი და ზუგდიდის ტექნოპარკი. ლუკა ჩანგელია ამბობს, რომ “ზუგდიდი ტვ” ძირითადად იმუშავებს ახალგაზრდულ თემებზე.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!