ანდრია ჯახაიას მორიგი წარმატება


  • ანდრია ჯახაია, ზუგდიდელი მოჭადრაკე, “მაია ჩიბურდანიძის თასი 2024“-ს 10 წლამდე ასაკობრივი ტურნირის გამარჯვებულია.

1 – 5 დეკემბერს ქალაქ ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში გაიმართა „მაია ჩიბურდანიძის თასი 2024“ 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

10 წლამდე ჭაბუკთა შორის 7 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ანდრია ჯახაიამ /1577/ (მწვრთნელი – ზვიადი ფაცია).

ანდრია ჯახაიამ, ასევე მონაწილეობა მიიღო, 6 – 7 დეკემბერს გამართულ „მაია ჩიბურდანიძის თასი“-ს ღია ტურნირში სწრაფ ჭადრაკში, რომელშიც სხადასხვა ასაკის მოჭადრაკებმა იასპარეზეს.

ღია ტურნირში ანდრიამ 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და 10 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში 69 პუნქტით მოიმატა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × 4 =

Akismet ანტისპამი